შრომის ინსპექტირება მშენებლობაზე - გზამკვლევი შრომის ინსპექტორებისთვის

წინამდებარე გზამკვლევის მიზანია, შრომის ინსპექტორებს მიაწოდოს პრაქტიკული ინფორმაცია მოსახერხებელ ფორმატში, იმ მეთდოლოგიის შესახებ, რომლითაც უნდა ჩატარდეს ინსპექტირება სამშენებლო ობიექტებზე. მეთოდოლოგია მოიცავს როგორც ინსპექტირების დაგეგმვის ფაზას, ასევე გამოვლენილი საკითხების შესახებ ანგარიშის მომზადებას, ასევე იმ ტექნიკურ ინფორმაციას, რომელიც შრომის ინსპექტორებმა უნდა გადასცენ დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს ‘ღირსეული სამუშაოს’ პრინციპების გათვალისწინებით.

სამშენებლო სექტორი როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში დიდი რაოდენობით ადამიანს ასაქმებს. მისი დამახასიათებელი თვისებებია: მშენებლობის ადგილებზე მუდმივად ცვალებადი ოპერაციები; ძალიან გრძელი საკონტრაქტო ჯაჭვი, სადაც ხშირად რთული დასადგენია ურთიერთობა კონტრაქტორებს, ქვე-კონტრაქტორებსა და თვითდასაქმებულ პირებს შორის; სხვადასხვა ფირმა ერთდროულად აკეთებს განსხვავებულ საქმეს; მიგრანტი მუშების შრომის ფართო გამოყენება; შრომითი უფლებების აშკარა დაღვევა; უმეტესი ოპერაციებისთვის დამახასიათებელი რისკის მაღალი დონე. შესაბამისად, მსოფლიოს მასშტაბით ეს სექტორი შრომის ინსპექტორებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

გზამკვლევი საუბრობს მთელ რიგ საკითხებზე, რომლებიც ინსპექტორებს შეხვდებათ თავიანთი საქმიანობის შესრულებისას, კერძოდ: შრომითი ურთიერთობები, ხელფასები და ანაზღურება, სამუშაო საათები და დასვენების დღეები, ახალგაზრდებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება, იმ საფრთხეების შესახებ ინფორმაცია, რომლის წინაშეც დასაქმებულები შეიძლება აღმოჩდნენ. ასევე ის შეიცავს ინფორმაციას უსაფრთხოების იმ ზომების შესახებ, რომლებიც შესრულების შემთხვევაში, შეამცირებენ სამუშაო ადგილზე საწარმოო ტრავმებისა და დაავადებების რაოდენობას.